06 სექტემბერი 2026,   13:20
ვრცლად
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორთაჭალის ფილიალის თანამშრომლებს COVID-19-ის სიმპტომები გამოუვლინდათ

თბილისში,  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორთაჭალის ფილიალის ხუთ თანამშრომელს COVID-19-ის სიმპტომები გამოუვლინდა. აქედან, 2 ექიმია. მათი ტესტირების პასუხები დაახლოებით 4 საათში იქნება ცნობილი.

მანამდე კი, ორთაჭალის ფილიალი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და ჯგუფები გამოძახებებზე ისევ მიდიან. ამ ფილიალში ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსის ინფექცია ჯერ კიდევ 31 მარტს დაუდასტურდა. მისი მეუღლე ეროვნული ბანკის კლასტერს წარმოადგენს.

სასწრაფო დახმარების ექიმები "კურიერთან" საუბარში აცხადებენ, რომ ისინი გამოძახებებზე სპეციალური ეკიპირებებით მიდიან და მოქალაქეების უსაფრთხოება დაცულია:

"რომც წარმოვადგენდე, ვერ გადავცემ, ჩემი მხრიდან დაცულია, ვერ გადავცემ მოქალაქეებს," - აცხადებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელი.

დღის ამბები