ბორჯომის ცხელების ცენტრიდან გორის ჰოსპიტალში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 1 ადამიანი გადაიყვანეს.
21 აპრილს, ბორჯომის ცხელების ცენტრში შეყვანილ პაციენტს, კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. ახალგაზრდა კაცი, ცენტრში ბაკურიანის საკარანტინო ზონიდან, მაღალი ტემპერატურით გადაიყვანეს.
ინფიცირებულს მოსახლეობასთან შეხება არ ჰქონია და არც ბორჯომის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.
ახალგაზრდა კაცს სავარაუდოდ რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
ის გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ცხელების ცენტრში 1 პაციენტი იმყოფება.
ბორჯომში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 16 აპრილს დადასტურდა.