ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსის ახალი შემთხვევების მცირე რაოდენობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას გამოეხმაურა.
კითხვაზე, მაშინ როდესაც სპეციალისტები და ხელისუფლება ინფექციის გავრცელების პიკის შესახებ აკეთებენ განცხადებებს, რატომ ფიქსირდება ახალი შემთხვევების კლება, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ კორონავირუსს მსგავსი დინამიკა ახასიათებს და ეს არ ნიშნავს, რომ პიკი გადავლილია.
"ასეთი დინამიკა კორონავირუსს ზოგადად ახასიათებს, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც იყო გატარებული, იყო მნიშვნელოვანი და ეს გახლავთ ეფექტი, რომ ვმართავთ ტალღებს და პიკურ ფაზას ისე, რომ არ გვყავს ათასობით პაციენტი," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ერთ დღეში კორონავირუსის რამდენიმე ათეული შემთხვევა დაფიქსირდა, გუშინ კი მხოლოდ რამდენიმე ერთეული