08 სექტემბერი 2026,   14:55
ვრცლად
12 ინფიცირებული ღვანკითში - სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობენ

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი მეორე დღეა ჩაკეტილია. 2500-მდე ადამიანი კარანტინში მას შემდეგ მოექცა, რაც ადგილობრივს კორონავირუსი დაუდასტურდათ. სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობენ, ამ დროისთვის   1000-მდე  ადგილობრივს თერმოსკრინინგი ჩაუტარდა.

მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ  ტესტირება ყველას უნდა ჩაუტარდეს, რადგან კონტაქტი ქონდათ იმ უბნის მაცხობრებლებთან, სადაც ვირუსი დადასტურდა.

ამ დროისთვის სოფელში 12 ინფიცირებულია. პაციენტები ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, სოფელში  გაიხსნა მაღაზიები და ამბულატორია.

დღის ამბები