18 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
გოგი წულაიამ ქუთაისში პარლამენტის შენობასთან ღვინო მიიტანა და წითელი კვერცხი "გადააგორა"

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ მორიგი პერფორმანსი გამართა. გოგი წულაიამ ქუთაისში პარლამენტის შენობასთან ღვინო, ნამთელი და პასკა მიიტანა და წითელი კვერცხი კი "გადააგორა".

მისი თქმით, პერფორმანსი სიმბოლურად საქართველოში საკანონმდებლო ორგანოს გარდაცვალებას ასახავს.

გოგი წულაიას განცხადებით, როდესაც პრემიერ-მინისტრი ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებთან მისვლას არ კადრულობს, ის პარლამენტი არის მკვდარი და მას, როგორც გარდაცვლილს ისე უნდა მივაგოთ პატივი.

დღის ამბები