18 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
მასიური ტესტირება არ იგეგმება - იმერეთის გუბერნატორი ღვანკითის მოსახლეობის მოთხოვნაზე

იმერეთის გუბერნატორი "კურიერთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ღვანკითის მოსახლეობის საყოველთაო ტესტირება არ იგეგმება. მისი თქმით, ამის საჭიროებას ეპიდემიოლოგები გადაწყვეტენ. 

ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ტესტირება მხოლოდ იმ ადამიანებს ჩაუტარდებათ, რომლებსაც სავარაუდო დაინფიცირებულებთან და თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან შემხებლობა ჰქონდათ.

რაც შეეხება გადაადგილების პრობლემას, ადგილობრივი ხელისუფლება გუბერნატორის განცხადებით, სოფელ ღვანკითის მოსახლეობას საკვები პროდუქტების შეძენაში დაეხმარება.

"3 მაღაზია გაიხსნა, აფთიაქიც გაიხსნა, ჩვენ ახალი ტერმინალიც შევიტანეთ საბანკო, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ყოფილიყო ნაღდი ფულის მიმოქცევა.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვს ამ წუთში საშუალება, რომ პროდუქტი შეიძინოს, არა მარტო ღვანკითში, ჩვენ იცით, რომ მთლიანად ამ პერიოდში არა ერთი, არამედ რამდენიმე ათეულ ათას ოჯახს დავეხმარეთ იმერეთში.

მასიური ტესტირება არ იგეგმება. ამას წყვეტენ ჩვენი ეპიდემიოლოგები სიტუაციის მიხედვით," - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

დღის ამბები