09 ოქტომბერი 2024,   06:24
ვრცლად
კანში რიგით 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა

კანში რიგით 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე, კინომარათონის მონაწილეები და საპატიო სტუმრები ტრადიციულად წითელ ხალიჩაზე შეიკრიბნენ.

ფესტივალის მუზის, ინგრიდ ბერგმანის პორტრეტის ფონზე გამართული ფოტოსესიის შემდეგ, ვარსკვლავებმა სასახლის დარბაზში გადაინაცვლეს.

კინოფესტივალის გახსნის პატივი წელს პირველად ერგო, ქალი რეჟისორის ემანუელ ბერკოს მიერ გადაღებულ ფილმს "თავაწეულს", რომელშიც ერთ–ერთ მთავარ როლს ლეგენდარული ფრანგი მსახიობი კატრინ დენევი ასახიერებს.

საკონკურსო სიაში 19 ნამუშევარია შესული, მთავარი ჯილდოს - ოქროს პალმის რტოს მფლობელს კი ჟიური 24 მაისს გამოავლენს.

დღის ამბები