09 ოქტომბერი 2024,   06:26
ვრცლად
ნატო-ს მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმღერეს

ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მშვიდობისთვის იმღერეს.

ალიანსის მინისტერიალის ფარგლებში გამართული სადილის შემდეგ მასპინძელი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სტუმრები სცენაზე მიიწვია. ყველამ ერთად შეასრულეს მაიკლ ჯექსონისა და ლაიონელ რიჩის მიერ შექმნილი ცნობილი ჰიტი "ჩვენ ვართ მსოფლიო".

სცენაზე მინისტრებს ნატო-ს გენერალური მდივანი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინიც შეუერთდნენ და მათთან ერთად იმღერეს.

დღის ამბები