18 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
კახეთში პოლიციელი საკუთარი საცხობიდან მარტოხელა ხანდაზმულებს პურს უსასყიდლოდ ურიგებს

კახეთში, პოლიციელი საკუთარი საცხობიდან მარტოხელა ხანდაზმულებს პურს უსასყიდლოდ ურიგებს.

პატრულ-ინსპექტორი იოსებ გომურაშვილი, რომელიც წარმოშობით, თელავის სოფელ კისისხევიდაა ყოველდღიურად 30-ზე მეტ ადამიანს ეხმარება. ის თბილისში ცხოვრობს, თუმცა სოფელში პურის საცხობს ამუშავებს.

სამართალდამცველმა საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე მოიძია იმ ადამიანების მონაცემები,  რომელთაც ფინანსურად უჭირთ და ყოველდღიურად, მოხალისეების დახმარებით, ათობით მარტოხელა თანასოფლელს საჭირო რაოდენობის პურს ურიგებს.

კისისხეველებიც თქმით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით ასეთი სახის დახმარება მნიშვნელოვანია.

დღის ამბები