12 სექტემბერი 2026,   06:05
ვრცლად
კახეთის რეგიონში ცხვრის გადარეკვის სეზონი ზამთრის საძოვრებიდან ზაფხულის საძოვრებისკენ ოფიციალურად 1 მაისს გაიხსნება

კახეთის რეგიონში ცხვრის გადარეკვის სეზონი ზამთრის საძოვრებიდან ზაფხულის საძოვრებისკენ ოფიციალურად 1 მაისს გაიხსნება.

მანამდე, კახეთის რეგიონის მასშტაბით არსებული ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებში, ვეტერინარების მიერ სრულიადუფ ასოდ, პირუტყვის ბიოლოგიურ-ვეტერინარული დამუშავება აქტიურად მიმდინარეობს. ეს პროცესი ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით ხორციელდება.

კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი კახეთში არსებულ ერთ-ერთ ვეტერინარულ პუნქტში იმყოფებოდა და მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნო. 

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მეცხვარეობა ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი დარგია. მიმდინარე წელს, დაახლოებით 40 000 სული ცხვრის თუშეთის, ხოლო 280 000 სული ცხვრის სამცხე-ჯავახეთის მიმართულებით გადარეკვა მოხდება.

2019 წლის მონაცემებით, 200 000 სულზე მეტი ცხვრის ექსპორტი განხორციელდა. 1 კგ. გუდის ყველის ფასი კი დაახლოებით 20-30 ლარის ფარგლებში მერყეობს.

დღის ამბები