10 სექტემბერი 2026,   03:11
ვრცლად
აღდგომის დღეებში გაკეთებული შეფასებები შეურაცხმყოფელი იყო - ატენისა და გორის მიტროპოლიტი

ატენისა და გორის მიტროპოლიტმა საზეიმო წირვა დღეს გამონაკლისის სახით საკათედრო ტაძარში აღავლინა.

მეუფე ანდრიამ მსახურების შემდეგ ქადაგებაში მრევლს კიდევ ერთხელ მოუწოდა, არ მოდუნდნენ და დაიცვან რეკომენდაციები.

მიტროპოლიტის თქმით, აღდგომის დღეებში შეფასებები წმინდა ზიარების, ეკლესიის და მორწმუნეთა მიმართებაში იყო უსამართლო და რიგ შემთხვევებში შეურაცხმყოფელი. დღეს მეუფე ანდრიამ კვირაცხოვლის, თომას კვირის და საღვთო მშვიდობის არსი განმარტა.

კვირაცხოვლობას გორელები ყოველთვის განსაკუთრებული წესით აღნიშნავენ აღდგომის სახელობის მშენებარე ტაძარში, რომელსაც ხალხის შემოწირულობით 1991წლიდან შენდება.

სწორედ ამ დღეს, ტრადიციულად სრულდება საღვთო შესაწირავის წესი, რომლის შემდეგაც მრევლს ტრაპეზით უმასპინძლდებიან. წელს ეს წესი დაირღვა და საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, წირვა საკათედრო ტაძარში ჩატარდა.

დღის ამბები