ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი განმეორებითი ტესტების პასუხი კი ხვალ გახდება ცნობილი.
"45 პაციენტიდან 9 მოზარდია და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 17 პაციენტი მძიმე პნევმონიით არის, თუმცა მათი მდგომარეობაც სტაბილურია. ახალ პაციენტს კი, რადიოლოგიური მონაცემებით საშუალო სიმძიმის პნევმონია აქვს, დღესაც გავგზავნეთ დაახლოებით ექვსი ანალიზი და ველოდებით პასუხებს,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 485 დადასტურებული შემთხვევაა. ინფექცია უკვე დაამარცხა 139-მა ადამიანმა. სამწუხაროდ მათ შორის უშედეგო აღმოჩნდა ბრძოლა 6 პაციენტისთვის, რომლებიც საავადმყოფოში გარდაიცვალნენ.