18 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
თეთრიწყაროში ეპიდემიოლოგები მერიის იმ თანამშრომლის კონტაქტებს სწავლობენ, რომელსაც ვირუსი დღეს დაუდასტურდა

20 ინფიცირებული და 35 თვითიზოლაციაში, ასეთია ვითარება დღეს თეთრიწყაროში, რომელიც უკვე 24 საათზე მეტია ჩაკეტილია.

ეპიდემიოლოგები ახლა ექიმების და მერიის იმ თანამშრომლის კონტაქტებს სწავლობენ, რომელსაც ვირუსი დღეს დაუდასტურდა.

განსაკუთებული ზომების მიღება რეგიონში მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კლინიკის მედპერსონალის ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მდგომარეობა სრულად კონტროლდება.

"ბოლო მონაცემებით, ტესტირება ჩაუტარდა 60 ადამიანს, აქედან 47 ადამიანი კარანტინშია გადაყვანილი. ლუგარში გუშინ 19 საკვლევი მასალა გადაიგზავნა და ერთ ადამიანს დაუფიქსირდა კორონავირუსი ეს ადამიანი არის მერიის თანამშრომელი. სასწრაფოს მომსახურეობაც შეზღუდულია, მანგლისის და კოდის ბრიგადის უწევენ მომსახურეობას მოსახლეობას. სურსათის მომარაგება კი ამ ეტაპზე პრობლემა არ არის,"- განაცხადა გიორგი ქორიძემ.

შეგახსენებთ, რომ თეთრიწყაროში მიმდინარეობს თერმოსკრინინგი და მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები. ამ დროისთვის 20 ათასზე მეტი ადამიანია შემოწმებული.

დღის ამბები