კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გურიაში მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.
რეგიონის სამივე შესასვლელთან დროებითი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო, სადაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები და სამართალდამცავები მოქალაქეებს თერმოსკრინინგს უტარებენ.
თერმოსკრინინგის ფარგლებში, მოწმდებიან რეგიონში შემსვლელი მოქალაქეები. აღნიშნული პროცესი ხვალაც გაგრძელდება.
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა გურიაში ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.