07 სექტემბერი 2026,   18:21
ვრცლად
ბათუმში 33 COVID ინფიცირებული რჩება, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება 

ბათუმში 33 COVID ინფიცირებული რჩება. ოთხმა პაციენტმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა და თვითიზოლაციაში გადავიდა.

ინფიცირებულების უმრავლესობას პნევმონია აქვს, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია - პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სტაბილურია მედიკოსების მდგომარეობა. "მედალფაში" ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში მათ სრულ გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

"ამჟამად კლინიკაში არის 33 ინფიცირებული. დღეს გავწერეთ 4 სრულიად გამოჯანმრთელებული.  დანარჩენების მდგომარეობა არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. ერთი პაციენტი იმყოფება ისევ კრიტიკულ განყოფილებაში," - აცხადებს კლინიკა "მედალფას" კლინიკური მენეჯერი ალექსი გოხელაშვილი.

დღის ამბები