10 სექტემბერი 2026,   11:29
ვრცლად
ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდგინდა - 60 წლამდე ქალი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა

ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდგინდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, 60 წლამდე ქალი 22 აპრილს თურქეთიდან სარფის საბაჟოს გავლით შემოვიდა საქართველოში.

ის ამ საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, საეჭვო სიმპტომების გამო კი გუშინ ცხელების ცენტრში გადაიყვანეს, სადაც covid-19 დაუდასტურდა. ინფიცირებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამჟამად კლინიკა "მედალფაში" 34 ინფიცირებული რჩება. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენი ინფიცირებულების კი სტაბილური. გუშინ კლინიკა მედალფა ოთხმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა. ინიფიცირებულების უმრავლესობა რეგიონში ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. საერთო ჯამში კლასტერთან კონტაქტირებული 550 პირია გამოვლენილი, ამათგან უკვე გამოიკვლიეს 520 პირი.

ამ ეტაპზე ცხელების ცენტრში 40-ზე მეტი პირია გადაყვანილი.მათი ანალიზის შედეგები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

 

 

დღის ამბები