18 ნოემბერი 2024,   07:26
ვრცლად
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში ტესტები მუდმივად შემოდის

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში აგრესიული ტესტირება ყველა იმ რეგიონში ხორციელდება, სადაც კლასტერების რაოდენობა მაღალია.

როგორც ტიკარაძემ განაცხადა, ქვეყნის მიერ არჩეული სტრატეგია ერთ-ერთი საუკეთესოა პანდემიასთან ბრძოლაში.

"აგრესიული ტესტირება ქვეყანაში დაწყებულია. ჩვენ ვთვლით, რომ ის მიზნობრივი ტესტირება არის აგრესიული ტესტირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ მარნეულში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში - ყველა იმ რეგიონში, სადაც დაფიქსირდა დიდი კერა და კლასტერი. ეს არის აბსოლუტურად სწორი ტაქტიკა და უცხოელ კოლეგებთან როდესაც გავდივართ კონსულტაციებს, მათ მიდგომაც სწორედ გახლავთ ისეთი, როგორიც აქვს საქართველოს.

ჩვენი სტრატეგია და ტაქტიკა გაგრძელდება ისე, როგორიც არის. ეს გახლავთ ერთ-ერთი და ერთადერთი ეფექტური მექანიზმი.

რაც შეეხება ტესტების რაოდენობას, მე მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები. ეს რიცხვიც არის მუდმივად ცვლადი. ვინაიდან თქვენ იცით, რომ საკმაოდ დიდი ქსელი არის გაშლილი საქართველოში, სადაც ხდება კლინიკებში პაციენტების ტესტირება და აქედან გამომდინარე, რიცხვი მარაგების არის ცვლადი. ჩვენი მომარაგება მუდმივ რეჟიმში მუშაობს. ეტაპობრივად ჩვენ შემოგვდის 10, 20 და 40 ათასი ტესტი," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები