10 სექტემბერი 2026,   11:29
ვრცლად
ექიმების დაინფიცირება უმრავლეს შემთხვევაში სამუშაო ადგილებზე არ მომხდარა - ჯანდაცვის მინისტრი

ექიმების უმრავლეს შემთხვევაში დაინფიცირება სამუშაო ადგილებზე არ მომხდარა, - ამის შესახებ ჯანდაცის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განახადა.

ეკატერინე ტიკარაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ რეგიონებში, სადაც ექიმები დაინფიცირდნენ, სამედიცინო პერსონალის ნაკლებობაა.

 "ყველა კლინიკის აღუჭრვილობაზე მაღალტექნიოლოგიური თუ პირადი დაცვის საშუალებებთან დაკავშირებით, ჩვენ ვზრუნავთ. სახელმწიფოს მხრიდან ხდება მათი უზურნველყოფა პირადი დაცვის საშუალებებით, ასევე, თქვენ იცით, რომ ჩვენ გარკვეული სტრატეგია გვაქვს შემუშავებული ყველა იმ დაწესებულებასთან მიმართებაში, რომელიც საჭიროებდა და საჭიროებს თუნდაც, სასუნთქ აპარატებს, ჩვენ მათ ვამარაგებთ ეტაპობრივად სასუნთქი აპარატებით.

 რაც შეეხება ექიმის დაინფიცირებას, მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ უმრავლესი შემთხვევა არ მომხდარა სამუშაო ადგილზე და ეს არის აღსანიშნავი. ჩვენ ექიმებს უტარდებათ ისეთი ტრენინგები, რომელიც არის პირადი დაცვის საშუალებების სწორ გამოყენებასთან დაკავშირებით და ჩვენ კიდევ უფრო ვამკაცრებთ ღონისძიებებს ამასთან მიმართებით. ასევე დეტალურად ვიკვლევთ დამატებით ხარვეზებს, რომელმაც გამოიწვია მათი დაინფიცირება. ეს საკითხი, რომ ექიმების დეფიციტი დგას, ამ ეტაპზე ამას არ ვადასტურებ, გამომდინარე იქიდან, რომ გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ სტრატეგიულად დავგეგმოთ ექიმების გადანაწილება და შესაბამისად, ეს დეფიციტი იმ რეგიონებში, სადაც ექიმები დაინფიცირდნენ, არ შეიქმნება," - განაცხადა ტიკარაძემ.

დღის ამბები