18 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
საქართველოში ღვიძლის გადანერგვის 2 ახალი ოპერაცია წარმატებით ჩატარდა

კორონავირუსის პანდემიის ფონზე ქართველ ექიმებს ახალი მიღწევები აქვთ. ქვეყანაში ღვიძლის გადანერგვის 2 ახალი ოპერაცია ჩატარდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველ ტრანსპლანტოლოგთა ორმა ჯგუფმა, გადანერგვა უცხოელი კონსულტანტების გარეშე, დამოუკიდებლად ჩაატარა.

ცოცხალი დონორიდან ღვიძლი 56 წლის მამაკაცს გადაუნერგეს, რომლისთვისაც ოპერაცია სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო. ის უკვე სახლში გაეწერა. მეორე ოპერაცია კი კლინიკაში სულ რამდენიმე საათის წინ დასრულდა. შუა ხნის ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საერთო ჯამში, ღვიძლის ტრანსპლანტაციის 70-ზე მეტი ოპერაციაა ჩატარებული. ოპერაციის ღირებულების ნახევარს, თბილისის მაცხოვრებლების შემთხვევაში, მერია აფინანსებს.

დღის ამბები