ახალციხის ცხელების ცენტრში მოთავსებული პაციენტებიდან, კორონავირუსი მხოლოდ ერთ მათგანს დაუდასტურდა. ლუგარის ლაბორატორიიდან მოსული პასუხების მიხედვით, ინფიცირება კარანტინიდან გადაყვანილ პაციენტს დაუდასტურდა, რომელიც გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
პაციენტი რეგიონის მაცხოვრებელი არ არის. ის ცხელების ცენტრში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით საკარანტინო ზონიდან შეიყვანეს.
გუშინ, 28 აპრილს ახალციხიდან 35 პირის ბიოლოგიური მასალა საკვლევად ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნეს. მათგან 22 სამედიცინო პერსონალი, 13 კი ცხელების ცენტრიდან შეყვანილი პაციენტი იყო. ვირუსი არ დაუდასტურდა არც ერთ ექიმს.
შეგახსენებთ, ეს ახალციხეში კორონავირუსის დადასტურების მეორე შემთხვევაა.