18 ნოემბერი 2024,   18:57
ვრცლად
სასამართლოს დავის დასრულებამდე სამშენებლო კომპანია "ანას ბაღთან" 10 სართულიანი კორპუსის მშენებლობას გააგრძელებს

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და სამშენებლო კომპანია სასამართლო დავის დასრულებამდე "ანას ბაღთან" 10 სართულიანი კორპუსის მშენებლობას გააგრძელებს.

ადგილობრივები მოსამართლის დღევანდელ განჩინებას უსამართლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ კომპანიას მშენებლობის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ. 

"მოხდა სასაცილო და არაადეკვატური ფაქტი, რომ სასამართლომ მისცა მშენებლობის ნებართვა დავის დასრულებამდე. ანუ, ჩვენ დავა რომც მოვიგოთ, აქ უკვე იქნება აშენებული კორპუსი და პრეცედენტი არ არსებობს იმისა, რომ მერე ეს კორპუსი ვინმემ  დაანგრიოს. რანაირად დაგვიბრუნებენ მერე ეზოს, თუ აქ იქნება კორპუსი. გავაგრძელებთ ყველანაირ ბრძოლას, ფიზიკურადაც და სამართლიანადაც. არ ვაპირებთ გაჩერებას," - აცხადებს ადგილობრივი.

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი კი გადაწყვეტილებას კანონიერს უწოდებს. "ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის" წარმომადგენლის თქმით, მოსახლეობას მშენებლობის შესაჩერებლად არგუმენტი არ გააჩნია. მისი თქმით, "ანას ბაღი" სულ მცირე, სამჯერ მეტი გახდება ფართობში და საერთაშორისო სკვერად მოეწყობა.

"ჯერჯერობით სამართალი არ სრულდებოდა და დადგებოდა ის განაჩენი, რაც დადგა. გამომდინარე იქიდან, რომ მათ არანაირი სამართლებრივი არგუმენტი არ ჰქონდათ იმისათვის, რომ მშენებლობა მთლიანად შეეჩერებინათ. ხალხი ნუ შევა შეცდომაში. სამართლებრივი დავა არ დამთავრებულა. მათ აქვთ პროვოკაციული განცდები, რომ ვიღაცა თურმე ზეწოლას ახდენს, რა თქმა უნდა, ეს ტყუილია. ჩვენს ქვეყანაში მათი სანდო სტრუქტურა ფაქტობრივად არ არსებობს. “ანას ბაღი” კი არ პატარავდება, მინიმუმ სამჯერ დიდდება და საერთაშორისო სკვერი მოეწყობა," - განაცხადა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა.

დღის ამბები