10 სექტემბერი 2026,   07:51
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს. შუახნის მამაკაცი წყალტუბოს კლასტერს მიეკუთვნება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 19 პაციენტი მკურნალობს. რამდენიმეს ამ დღეებში განმეორებითი ტესტი ჩაუტარდება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ისინი სამედიცინო დაწესებულებას დატოვებენ.

დღის ამბები