09 ოქტომბერი 2024,   06:19
ვრცლად
სპარსეთის ყურეში 5 ირანული ნავიდან სატვირთო გემს ცეცხლი გაუხსნეს

პენტაგონი სპარსეთის ყურეში მომხდარი ინციდენტის დეტალებს არკვევს. გამთენიისას 5 ირანული ნავიდან სატვირთო გემს ცეცხლი გაუხსნეს და მისი შეჩერება სცადეს.

ამ დროისთვის უცნობია დაზიანდა თუ არა სატვირთო ხომალდი, რომელიც პანამის დროშით ცურავდა. ინციდენტი არაბეთის გაერთიანებული საემიროს სანაპიროსთან საერთაშორისო წყლებში მოხდა. სროლის შემდეგ სატვირთო გემის ეკიპაჟმა რადიო გადამცემით რეგიონში მყოფ ამერიკულ სამხედრო გემებს დასახმარებლად მიმართა.

ინციდენტს წინ უძღოდა ბარაკ ობამას განცხადება. მან სპარსეთის ყურის რეგიონის ქვეყნებს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შექმნაში დახმარება შესთავაზა.

 

დღის ამბები