09 ოქტომბერი 2024,   06:28
ვრცლად
პარიზი მოსკოვს მისტრალების შესახებ კონტრაქტის გაუქმებას სთავაზობს

პარიზი მოსკოვს მისტრალების შესახებ კონტრაქტის გაუქმებასა და თანხის ანაზღაურებას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით “კომერსანტი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საფრანგეთმა რუსულ მხარეს უკვე გადაუგზავნა ოფიციალური წინადადება, რასაც მოსკოვში არ ეთანხმებიან. "კომერსანტის" თანახმად, ფრანგული მხარის ინიციატივა რუსეთისთვის 785 მილიონი ევროს ანაზღაურებას ითვალისწინებს, იმ პირობით, თუ მოსკოვი გემების მესამე მხარისთვის მიყიდვას დათანხმდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ თანხას არ თანხმდება. უწყებაში აცხადებენ, რომ მისტრალების აგება – შენახვით მოსკოვმა მილიარდ 163 მილიონი ევრო იზარალა.

დღის ამბები