09 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
ისლამური სახელმწიფოს ლიდერი მუსლიმებს მოუწოდებს, დაჯგუფებას შეუერთდნენ

ისლამური სახელმწიფოს ლიდერი მთელი მსოფლიოდან მუსლიმებს მოუწოდებს, შეუერთდნენ დაჯგუფებას და დასავლეთის წინააღმდეგ იბრძოლონ. შესაბამისი აუდიომიმართვა ექსტრემისტულ საიტებზე გავრცელდა. ჩანაწერში მამაკაცი აბუ ბაქრ ალ–ბაღდადის ხმით საუბრობს და იემენის კონფლიქტს ახსენებს.

შესაბამისად, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ჩანაწერი უახლოეს წარსულშია გაკეთებული და შესაძლოა, ეჭვქვეშ დადგეს რამდენიმე თვის წინ გავრცელებული ინფორმაცია ალ ბაღდადის გარდაცვალების თაობაზე. ეს ცნობა თავად ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმაც დაადასტურეს. მიმართვის ჩანაწერს ექსპერტები სწავლობენ.

დღის ამბები