სასწრაფოდ დაიწყოს ანტიკრიზისული ბიუჯეტის შექმნა - აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია აჭარის მთავრობას ბიუჯეტს უწუნებს. მათი თქმით, ბიუჯეტის პროექტი, რომელიც გუშინ დაამტკიცა უმაღლესმა საბჭომ არ არის ორიენტირებული საზოგადოებაზე, ხელისუფლება კი არ აპირებს, პირად კომფორტზე უარის თქმას.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ მათ შესთავაზეს ხელისუფლებას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების ხარჯზე საგანგებო ბიუჯეტი, თუმცა უმრავლესობას არც კი განუხილავს. ოპოზიციის მიერ შემუშავებული გეგმის განხილვა მხოლოდ ადგილობრივი ტელევიზიის ეთერით მოხდა, სადაც ოპოზიცია არ იყო მიწვეული.
"ნაციონალური მოძრაობა" ანტიკრიზისული გეგმის განსახილველად აჭარის ტელევიზიაში საეთერო დროს ითხოვს.