პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, მათ კლინიკაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებას დღეს დატოვებენ.
მისივე თქმით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ ჰყავთ.
"კლინიკაში 99 პაციენტია, აქედან ინფიცირებულია 81. ახალი შემთხვევა ბოლო24 საათის განმავლობაში კლინიკაში არ შემოსულა. მინდა გითხრათ, რომ დღეს ვწერთ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ 4 პაციენტს და კლინიკას რამდენიმე საათში დატოვებენ,"-განაცხადა ლევან რატიანმა.
ლევან რატიანმა მადლობა გადაუხადა კომპანია "გალფს", რომელმაც, მისი თქმით, იმ მედპერსონალის კვებაზე აიღო პასუხისმგებლობა, რომლებსაც კლინიკაში 14 დღის განმავლობაში დარჩენა უწევთ.