08 სექტემბერი 2026,   14:56
ვრცლად
ექთნის "კლასტერი" გაიზარდა - გორში კორონავირუსი სამხედრო ჰოსპიტალის ​ ​ინფიცირებული თანამშრომლის კიდევ ერთ კონტაქტს დაუდასტურდა

გორში სამხედრო ჰოსპიტალის ექთანთან დაკავშირებულ კიდევ ერთ კონტაქტს კორონავირუსი დაუდასტურდა. შესაბამისად რეგიონიდან ამ ეტაპზე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში უკვე კოვიდინფიცირებული 5 პაციენტი მკურნალობს.

გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში ღრმა ეპიდკვლევის მიზნით 17 ნიმუში იყო გადაგზავნილი და მათგან დადებითი მხოლოდ ერთი აღმოჩნდა.

"კურიერის" ინფორმაციით, CVOVID ინფიცირებული ექთნის ოჯახის წევრია, თუმცა ის სხვა სოფელში ცხოვრობდა. ეს არის უკვე 5-ე შემთხვევა რომელიც ექთნის კლასტერს მიეკუთვნება, ინფიცირებულთა შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც.

გორის ჰოსპიტლის მედდა ვირუსის დადასტურებამდე შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში იმყოფებოდა, ბოლო შემთხვევა დადასტურდა სოფელ ფლავში.

დღის ამბები