01 მაისი 2024,   03:43
ვრცლად
ევროპის უმეტეს ქვეყნებში სკოლები მომდევნო კვირებში გაიხსნება

ევროპის ქვეყნების უმეტესობაში სკოლები მომდევნო კვირებში გაიხსნება. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ქვეყანაში საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები 11 მაისიდან გაიხსნება.

რაც შეეხება გერმანიას, ქვეყანაში სასწავლო პროცესი მომავალი კვირიდან დაიწყება. ზომებს ამსუბუქებს ესპანეთი. შვიდი კვირის შემდეგ, პირველად, ესპანეთში ყველა ასაკის ადამიანს ქუჩაში სავარჯიშოდ გასვლის უფლება მისცეს.

"ძალიან გაგვიჭირდა კარანტინში ყოფნა, რადგან აქ ყველას გვიყვარს სეირნობა. თუმცა ახლა საშუალება მოგვეცა გარეთ გამოვიდეთ. ბედნიერები ვართ და სიფრთხილეს ვიჩენთ,"- აცხადებს ერთ-ერთი ესპანელი. 

დღის ამბები