რა შედეგებს მოიტანს საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ მედიკამენტ "რემდესივირის" გამოყენება. სპეციალისტების განცხადებით, ეს პრეპარატი ემსახურება ვითარების გაუმჯობესებას და პაციენტი ინფექციისგან ჩვეულებრივზე უფრო მოკლე ხანში იკურნება:
"ადამიანს გამოჯანმრთელებისთვის დასჭირდება შედარებით უფრო მოკლე პერიოდი, რაც მისცემს საშუალებას, რომ სამედიცონო სფერო და ჰოსპიტალი არ გადაიტვირთოს და გათავისუფლდეს საწოლი უფრო სწრაფად, რომ მეორე პაციენტის მიღება შეძლოს. ყველა შესძლო პრეპარატის მინიმალური შედეგიც კი დასაფასებელია და აი ამ კლინიკური განსჯისა და კვლევების საფუძველზე FDA-მ გადაუდებელი აუცილებლობისთვის მისცა რეკომენდაცია," - აცხადებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.