ორკვირიანი უკანონო ტყვეობა დასრულებულია - საოკუპაციო რეჟიმმა ხურვალეთში, მავთულხლართების მეორე მხარეს დარჩენილი დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი გაათავისუფლა.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ოჯახში სამედიცინო შემოწმების მიზნით 17 აპრილს მივიდნენ. განაცხადეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს ტემპერატურა ჰქონდა და ის კარანტინში უნდა გადაეყვანათ.
მეორე დღეს ცხინვალში მისი მეუღლეც წაიყვანეს. საბოლოო ჯამში ცოლ-ქმარი ცხინვალის იზოლატორში აღმოჩნდა.