ჩაიკეტება თუ არა ყვარელი - კახეთში შესაძლოა ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს. სწრაფი ტესტით, ვირუსი სასწრაფოს კიდევ 3 თანამშრომელს დაუდასტურდა. ორი ექიმი ერთი კი სასწრაფო დახმარების მძღოლია.
ვირუსი მანამდე ამავე რეგიონის სასწრაფოს კიდევ ერთ ექიმს აღმოაჩნდა, რომელიც კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს. ეპიდემიოლოგები ყვარელში კონტაქტებს ადგენენ, რადგან სასწრაფო დახმაფრების ჯგუფებს შეხება ჰქონდათ მოსახლეობასთან.
კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, იმ პირებს, რომლებსაც დაინფიცირებულ სასწრაფო დახმარების ექიმთან კონტაქტი ჰქონდათ, მათ შორის მის ოჯახის წევრსაც, ტესტირება ჩაუტარდა. ანალიზის პასუხების მიხედვით, ყველ მათგანს COVID უარყოფითი პასუხი აქვთ.
„პაციენტი დადასტურებული დიაგნოზით გადაყვანილ იქნა ბოჭორიშვილის კლინიკაში. გუშინვე მოხდა შესწავლა ყველა იმ კონტაქტისა, რომელიც ამ ქალბატონს გააჩნდა. ქალბატონი მუშაობდა და მუშაობს სასწრაფოში, ასევე „ევექსის“ კლინიკაში. ყველა კონტაქტი იქნა მოძიებული, მათ შორის პაციენტები, ოჯახის წევრები, ექიმები როგორც სასწრაფოსი, ასევე „ევექსის“ კლინიკის. გუშინვე ჩაუტარდა ყველას სწრაფი ტესტი და მათ შორის ხელახლა იქნა აღებული PSR ტესტები, გადაგზავნილი იქნა ლუგარში.
დღეს დილის ინფორმაციით, მხოლოდ და მხოლოდ 1, ანუ ძველი დაინფიცირებული პაციენტი რჩება დადებითი პასუხით. ყველა დანარჩენზე მოსულია უარყოფითი პასუხი. ჩვენ შენარჩუნებული გვაქვს ჯერჯერობით ეს ვითარება და ეპიდემიოლოგებთან ერთად ვაგრძელებთ კვლავ კვლევას თუ საიდან შეიძლება ყოფილიყო ამ ქალბატონის დაინფიცირების წყარო.
ქალბატონის შვილსაც COVID 19-ის უარყოფითი პასუხი აქვს მოსული,“ - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.