თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გუშინ დილის შემდეგ დადასტურებული კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან მათ კლინიკაში მოთავსებულია 1 ახალი პაციენტი.
როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, ინფიცირებული უკვე არსებული პაციენტის კონტაქტებიდანაა, შესაბამისად, ძველ კლასტერს მიეკუთვნება.
მისივე თქმით, ამ დროისთვის, ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია.