სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში თვითიზოლაციაში მყოფ 4 მოქალაქეს ბიოლოგიური ნიმუში აუღეს.
ამის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისის ერთ-ერთი საავადმყოფოს ინფიცირებული ექთანი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში 27 აპრილს მეუღლესთან ჩავიდა, რამდენიმე საათში კი დედაქალაქში დაბრუნდა.
ადგილზე სიღნაღის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები იმყოფებოდნენ. აღებულ ნიმუშებს შორის არის დაინფიცირებული 70 წლამდე ქალის მეუღლის და სამი მეზობლის ბიოლოგიური მასალა,
რომლის პასუხები ცნობილი დღეს საღამოს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.