03 მაისი 2024,   05:33
ვრცლად
ჯანმო მაიკ პომპეოს სპეკულაციაში ადანაშაულებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მაიკ პომპეოს განცხადებას, კორონავირუსის ლაბორატორიიდან გავრცელების შესახებ,  სპეკულაციად აფასებს.

ჯანმო საკუთარ მეცნიერებზე დაყრდნობით ინარჩუნებს პოზიციას, რომ ვირუსი ბუნებრივი წარმომავლობისაა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კრიტიკული სიტუაციების მთავარი ექსპერტი მაიკ რაიანი აშშ-ს სპეკულაციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ არავითარი კონკრეტული დოკუმენტი პომპეოს ამ მოსაზრების განსამტკიცებლად არ არსებობს.

"ჩვენ აშშ-ს მთავრობისგან ვირუსის წარმომავლობაზე არავითარ კონკრეტულ დოკუმენტზე დაყრდნობილი ინფორმაცია არ მიგვიღია. ეს ყველაფერი სპეკულაციურია,"- განაცხადა მაიკ რაიანმა.

დღის ამბები