08 სექტემბერი 2026,   13:36
ვრცლად
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ახალციხის ბაზრის ტერიტორიაზე რეკომენდაციების შესრულებას ადგილზე გაეცნო

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ახალციხის ბაზარს კვლავ ესტუმრა. სოლომონ პავლიაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად სავაჭრო ცენტრის ტერიტორია დაათვალიერა.

ახალციხის ბაზრის გახსნას ორშაბათიდან ვარაუდობდნენ, თუმცა 4 მაისს ეს ვერ მოხერხდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, 27 აპრილიდან შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი დაიწყო, ახალციხის სავაჭრო ცენტრი ამ დრომდე მაინც არ გახსნილა.

ბაზრის ადმინისტრაცია 29 მარტს, ტერიტორიაზე რეგულაციების დაუცველობის გამო 15,000 ლარით დაჯარიმდა.

დღის ამბები