პარტია "თავისუფალი საქართველო" ქუთაისის მერიას თანხების არამიზნობრივად ხარჯვაში ადანაშაულებს.
პარტიის თანათავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, ასობით ათასი ლარი, რომელსაც მერია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ახლა ხარჯავს, პანდემიის დროს დაზარალებულ მოქალაქეებს უნდა მოხმარდეთ.
"საერთოდ მოვუწოდებ ხელისუფლებას, ამ წუთას ადგილობრივ ხელისუფლებას, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც არაა ამ წუთას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, უნდა შეჩერდეს და ეს თანხები მიიმართოს ოჯახების ცოცხლად გადარჩენისათვის, იმიტომ, რომ ასეულობით ოჯახს ვღებულობთ, რომელიც იშიმშილებს," - განაცხადა გოგი წულაიამ.