03 მაისი 2024,   02:37
ვრცლად
ვენესუელაში შეიარაღებული თავდასხმის ბრალდებით აშშ-ის 2 მოქალაქე დააკავეს

ვენესუელაში შეიარაღებული თავდასხმის ბრალდებით შეერთებული შტატების ორი მოქალაქე დააკავეს. ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს განცხადებით დაკავებულ ამერიკის მოქალაქეებს კავშირი აქვთ შტატებში არმიის ვეტერანთან, რომელმაც ქვეყანაზე შეიარაღებული თავდასხმის ჩაშლილ გეგმაზე პასუხისმგებლობა აიღო.

მადურომ თავდასხმის ორგანიზებაში კოლუმბია და შეერთებულ შტატები დაადანაშაულა.

დღის ამბები