03 მაისი 2024,   02:55
ვრცლად
გაეროს ბავშვთა სააგენტომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს პოლიოს ტიპის ვაქცინაციის პროგრამების აღდგენისკენ მოუწოდა

გაეროს ბავშვთა სააგენტომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, აღადგინონ წითელასა და პოლიოს ტიპის ვაქცინაციის პროგრამები.

საქმე ეხება იმ ქვეყნებს, რომელთაც ვაქცინაციის პროცედურები თავიანთ ქვეყნებში შეაჩერეს. მათ შორისაა ერაყი, ლიბანი, იემენი და ჯიბუტი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, რეგიონში პოლიოს ტიპის ვირუსები 2 წლის წინ სრულიად გაქრა, თუმცა არსებობს  დაავადების დაბრუნების საფრთხე.

"საერთო ჯამში, რეგიონში ვაქცინაციის პროცედურები წარმატებით მიმდინარეობდა, თუმცა ზოგიერთმა ქვეყანამ კოვიდ-19-ის გავრცელების გამო პროცესი შეაჩერა. მათ შორისაა სირია, ლიბია, ჯიბუტი, იემენი, ერაყი. გაერო მოუწოდებს ქვეყნებს, დროულად განაგრძონ ბავშვების ვაქცინაციის პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ინფექციებმა რეგიონში ხელმეორედ იფეთქოს,"- განაცხადა გაეროს ბავშვთა სააგენტოს რეგიონულმა სპიკერმა ჯულიეტ ტოუმამ.

დღის ამბები