03 მაისი 2024,   02:47
ვრცლად
კორონავირუსს მოსახლეობის 60-70% გადაიტანს - ლოთარ ვილერი

ევროპაში კორონავირუსის შემთხვევები იკლებს, თუმცა გერმანიის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანა უკვე მზადაა კორონავირუსის მეორე ტალღისთვის. ლოთარ ვილერი ამბობს, რომ გერმანელ ექიმებს გააჩნიათ საკმარისი ცოდნა, კორონავირუსის მეორე ტალღას მარტივად გაუმკლავდნენ.

"ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა, ბოლო რამდენიმე დღის მონაცემებით, 600-დან 1500-მდე შუალედში ფიქსირდება, რაც, ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი შედეგია, თუმცა, ველოდებით პანდემიის მეორე ტალღას. ჩვენი მონაცემებით, კორონავირუსს მოსახლეობის 60-70% გადაიტანს. ამ დროს ჩვენ სრულიად მზად ვიქნებით, ჩვენი მედპერსონალი სათანადო მზადყოფნაშია,"- განაცხადა ლოთარ ვილერმა.

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 47 შემთხვევა დაფიქსირდა, ლეტალობის ფაქტი ქვეყანაში არ დაფიქსირებულა.

დღის ამბები