თეთრიწყაროს კლასტერის ორ წევრს, 4 და 7 წლის ბავშვებს კორონავირუსი ზუგდიდში დაუდასტურდა. ისინი დედასთან ერთად ანაკლიის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ. მათ დღეს ბოჭორიშვილის კლინიკაში გადმოიყვანენ. ბავშვების ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. ადგილზე დღეს სულ 86 კვლევა ჩატარდა, მათგან 43-ის პასუხი COVID-19-ზე უარყოფითია, დანარჩენი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.