10 სექტემბერი 2026,   07:51
ვრცლად
6 ახალი შემთხვევიდან 2 ბოლნისის წყაროა, 2 ზუგდიდის და 2 საკარანტინო სივრციდან - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 610-ს აღწევს. 6 ახალი შემთხვევიდან 2 ბოლნისის წყაროა, 2 ზუგდიდის და 2 საკარანტინო სივრციდან, არსებულ წყაროებთან დაკავშირებული.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან ინფექციურ საავადმყოფოს არავინ დამატებია და ამ ეტაპზე იქ მკურნალობას გადის 56 ადამიანი, 54 დადასტურებული და 2 საეჭვო შემთხვევა. საავადმყოფოში მყოფ პაციენტებიდან ერთი ხანდაზმული პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, რომელსაც ძალიან მძიმე პნევმონია აქვს თანმხლებ მძიმე დაავადებებთან. საავადმყოფოში ამ დროისთვის 2 პაციენტს მძიმე პნევმონია აღენიშნება.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსისგან 29 ადამიანი განიკურნა, მათგან 4 ინფექციური საავადმყოფოს პაციენტი იყო.

დღის ამბები