03 მაისი 2024,   08:15
ვრცლად
"მუშების დიდი ნაწილის შრომითი ექსპლუატაცია მიმდინარეობს"-რომის პაპი

რომის პაპმა მსოფლიოში დასაქმებულთა უფლებებზე ისაუბრა, მან მსოფლიოს მასშტაბით ყველას მოუწოდა, რომ ადამიანების ღირსებას მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ.

ფრანცისკემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მუშების უფლებებს.

"ხშირად მესმის, რომ ადამიანებმა სამსახურები დაკარგეს. მუშების დიდი ნაწილის შრომითი ექსპლუატაცია მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ეს კრიზისი ყველას შეეხოს, მაგრამ აუცილებელია, რომ ერთმანეთის ღირსებას მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ,"- განაცხადა რომის პაპმა.

დღის ამბები