კახეთში მდებარე ოთხი საკარანტინო ზონა 50-მა ადამიანმა დატოვა. ისინი 14 დღის განმავლობაში ექიმთა რეგულარული დაკვირვების ქვეშ იყვნენ.
კარანტინის დატოვებამდე ყველა მათგანმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო სივრცეში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
"აბსოლუტურ უმრავლესობას აქ ჩამოსული ადამიანებისას არ უფიქსირდებათ კოვიდ ინფექცია და ჯანმრთელები უერთდებიან თავიანთ ოჯახებს," - აღნიშნა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 5,002-ზე მეტი ადამიანი იმყოფება, რომლებიც 83 სასტუმროში არიან განთავსებული.