10 სექტემბერი 2026,   11:28
ვრცლად
ვიდეო არ გვაქვს, მაგრამ ნანახი გვაქვს... კობიაშვილის მხრიდან გასროლა თავდაცვა არ ყოფილა - გუდაურის ინციდენტის დროს გარდაცვლილის ოჯახის წევრი

გუდაურში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე დაკავებულ მერაბ კობიაშვილს ბრალდება 19 წლის ახალგაზრდის ცემის ფაქტზე დაუმძიმდა.

ის ვერსია, რომ სავარაუდოდ, დაკავებული მერაბ კობიაშვილი ამ დაპირისპირების დროს აუცილებელი მოგერიების ვითარებაში იმყოფებოდა, არ სჯერათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ამბობენ, რომ ეს, მერაბ კობიაშვილის მხრიდან განზრახ ჩადენილი მკვლელობა იყო.

"მე მერაბ კობიაშვილს, რა თქმა უნდა, დამნაშავედ მივიჩნევ, მაგრამ ეს მუხლის წაყენება და დამატება უკვე ჩემს კომპეტენციაში არ შედის. რატომ წაუყენეს ეს მუხლი, ან სწორია თუ არა, ამას მე ვერ გეტყვით.

ვიდეო არ გვაქვს, მაგრამ ნანახი გვაქვს. ფაქტია, რომ ჩვენთვისაც და სამართლებრივადაც მერაბ კობიაშვილის მხრიდან გასროლა, არანაირი თავდაცვა არ იყო, ეს ყველამ კარგად ვიცით," - აცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრი.

მერაბ კობიაშვილის დამძიმებული ბრალის საკითხზე სასამართლო 13 მაისს იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში 16 თებერვლის ღამეს ორ მხარეს შორის დაპირისპირება სამ სხვადასხვა ადგილზე მოხდა, საბოლოო ლოკაცია გუდაური კაზინოსთან იყო, სადაც რამდენიმე გასროლით თაზო გორთამაშვილი გარდაიცვალა, კიდევ ერთი პირი კი მძიმედ დაიჭრა. 

დღის ამბები