02 მაისი 2024,   12:49
ვრცლად
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში COVID-19-ის 2 782 შემთხვევაა აღრიცხული, 42 პაციენტი კი დაიღუპა.

უკრაინაში, კიევ-პეჩორის ლავრაში კი, ბოლო დღე-ღამის მანძილზე, კორონავირუსის კიდევ 17 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 120-ს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, ლავრაში მღვდლები კორონავირუსის საფრთხეს არ აღიარებდნენ და მრევლს ეკლესიებში სიარულისკენ მოუწოდებდნენ.

რაც შეეხება აზერბაიჯანს ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევათა მაჩვენებელი სტაბილურია და საგანგაშო ზრდა არ ფიქსირდება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქვეყანაში, 2 130-მდე შემთხვევა გამოვლინდა, COVID-19-ს 3 584 მოქალაქე ემსხვერპლა.

დღის ამბები