09 ოქტომბერი 2024,   06:27
ვრცლად
ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი მუსლიმებს მოუწოდებს, დასავლეთის წინააღმდეგ იბრძოლონ

ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს ლიდერი მუსლიმებს მოუწოდებს, მთელი მსოფლიოდან შეუერთდნენ დაჯგუფებას და დასავლეთის წინააღმდეგ იბრძოლონ.

შესაბამისი აუდიომიმართვა ექსტრემისტულ საიტებზე გავრცელდა.

ჩანაწერში მამაკაცი აბუ ბაქრ ალ–ბაღდადის ხმით საუბრობს და იემენის კონფლიქტს ახსენებს. შესაბამისად ექსპერტები ფიქრობენ, რომ ჩანაწერი უახლოეს წარსულშია გაკეთებული და შესაძლოა, ეჭვქვეშ დადგეს რამდენიმე თვის წინ გავრცელებული ინფორმაცია ალ ბაღდადის გარდაცვალების თაობაზე.

ეს ცნობა თავად ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმაც დაადასტურეს. მიმართვის ჩანაწერს ექსპერტები სწავლობენ.

დღის ამბები