09 ოქტომბერი 2024,   06:30
ვრცლად
რადიკალმა ისლამისტებმა 45–მდე ადამიანი დახვრიტეს, მათ შორის 9 ბავშვია

ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა სირიაში მშვიდობიანი მოქალაქეები სიკვდილით დასაჯეს.

გავრცელებული ცნობით, ანტიკურ ქალაქ პალმირის მახლობლად რადიკალმა ისლამისტებმა 45–მდე ადამიანი დახვრიტეს, მათ შორის 9 ბავშვია.

მებრძოლები წინ მიიწევენ ერაყის ტერიტორიაზეც.

ისლამისტებმა ქალაქ რამადის ადმინისტრაციის შენობა აიღეს. თავდასხმის შედეგად 10–ზე მეტი სამართალდამცველი დაიღუპა, 50–ზე მეტი კი დაჯგუფების წევრებმა მძევლად აიყვანეს.

რამადი ანბარის პროვინციის ადმინისტრაციული ქალაქია, რომლის დაკავებას ისლამისტები უკვე რამდენიმე დღეა, ცდილობენ.

დღის ამბები