09 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
პეტრო პოროშენკოსა და ვიქტორია ნულანდის შეხვედრა კიევში

პეტრო პოროშენკო კიევში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა.

უკრაინის პრეზიდენტმა და ვიქტორია ნულანდმა აღმოსავლეთ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილეს და მინსკის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

პარალელურად ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატამ კანონპროექტს დაუჭირა მხარი, რომელიც ოფიციალური კიევისთვის 300 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს.

დოკუმენტი უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებასაც გულისხმობს.

 

დღის ამბები