უკვე მეოთხე დღეა უშედეგოდ ეძებენ თუშეთის გზაზე ზვავში მოყოლილ 62 წლის მამაკაცს. ზვავის განმეორებითი საფრთხის გამო სამძებრო სამუშაოები პერიოდულად ჩერდება, ძებნას ხელს უშლის უამინდობა და რთული რელიეფიც.
შეგახსენებთ თავდაპირველად მეწყერი მაშინ ჩამოწვა როდესაც ადგილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.